პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადებით, რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში ურთიერთობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.
როგორც აბაშიძემ "პირWელთან" საუბრისას აღნიშნა, რადიო "თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუზე საგარეო საქმეთა მინისტრმა განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ ჟურნალისტებმა მისი ნათქვამის არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინეს.
"მეც ვადასტურებ, რომ ჩვენ გავმიჯნავთ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებსა და პოლიტიკურ საკითხებს. სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში ურთიერთობებს ვაგრძელებთ. დიალოგის და კომუნიკაციის ფორმატი შენარჩუნებულია, თუმცა მორიგ შეხვედრაზე და კონკრეტულ თარიღზე არ შევთანხმებულვართ", - განაცხადა აბაშიძემ.
კითხვაზე, თამარ ბერუჩაშვილის განცხადებაზე რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს ხომ არ გამოუთქვამთ პრეტენზია, აბაშიძემ განაცხადა, რომ მათთან ამ საკითხზე კომუნიკაცია არ ჰქონია.
"რუსეთის ოფიციალურ წარმომადგენლებთან ამ თემაზე საერთოდ სიტყვა არ თქმულა", - განუცხადა "პირWელს" პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში.