რიჩარდ ნორლანდმა არქიმანდრიტ მამა ილია კარტოზიას ხსოვნას პატივი მიაგო

რიჩარდ ნორლანდმა არქიმანდრიტ მამა ილია კარტოზიას ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა სამების ტაძარში არქიმანდრიტ მამა ილია კარტოზიას ხსოვნას პატივი მიაგო.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ამერიკის ელჩმა განაცხადა, მისთვის დიდი პატივია, გამოხატოს თავისი კეთილგანწყობა მამა ილია კარტოზიას მიმართ.

"ყველა ამერიკელის სახელით პატივისცემას გამოვხატავთ ამ ახალგაზრდა კაცის მიმართ, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე გაიღო სხვა ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად. ეს არის ღირსშესანიშნავი და ჰუმანური ფაქტი, პატივისცემას გამოვხატავთ მის მიმართ", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.

ადრიატიკის ზღვაში, ბორან "ნორმან ატლანტიზე" ხანძარი 28 დეკემბერს გაჩნდა. გემზე 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის იყო საქართველოს რვა მოქალაქე. მამა ილიას გარდა, ყველა მათგანი ცოცხალი და უვნებელი გადარჩა.