2014 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 11459 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2014 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 11459 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2014 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 11459 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 5%-ით მეტია.

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2014 წლის საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ წინასწარი ინფორმაცია გამოაქვეყნა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქსტატიდან აცნობეს, აქედან, ექსპორტი 2863 მლნ აშშ დოლარი იყო (2 %-ით ნაკლები), ხოლო იმპორტი 8595 მლნ აშშ დოლარი (7 %-ით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2014 წელს 5732 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 50 % შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 21 იანვარს გამოქვეყნდება.