„ვერშბოუმ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ნატო საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას მხარს უჭერს“

„ვერშბოუმ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ნატო საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას მხარს უჭერს“

საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის შეფასებით, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის განცხადება, რომელიც მან ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ გააკეთა, ძალიან მნიშვნელოვანია.

ბერუჩაშვილის თქმით, აღნიშნული განცხადება იმ რეფორმების გამარჯვებაა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს.

„ვერშბოუმ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს წევრობას ალიანსში. რომ რეფორმების თვალსაზრისით, ნატო-ს სტანდარტებთან თავსებადობის კუთხით, საქართველომ ძალიან კარგი შედეგი აჩვენა. შესაბამისად, მინდა ეს გაგიზიაროთ, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იმ რეფორმებისა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს“, - განაცხადა ბერუჩაშვილმა.

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის ალექსანდრე ვერშბოუს განცხადებით, საქართველოს მომავალ გაწევრიანებას ნატო-ში ალიანსი სრულად უჭერს მხარს.

"ყველა მექანიზმი მზად არის იმისთვის, რომ საქართველოს მისწრაფებას ჰქონდეს წინსვლა",- აცხადებს ვერშბოუ.