ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის ვარაუდით, მთავრობის წევრები ინდივიდუალურად გადაწყვეტენ დაესწრონ თუ არა პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში. ამის შესახებ სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
"არ ვიცი, ყველა ალბათ ინდივიდუალურად გადაწყვეტს. წინა გამოსვლის დროს არ გვქონია კონსულტაციები", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
რაც შეეხება იმას, ის პირადად აპირებს თუ არა დაესწროს პრეზიდენტის გამოსვლას საკანონმდებლო ორგანოში, სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია.
ამასთან, სუბარმა არ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, საჭიროა თუ არა მთავრობის წარმომადგენლები დაესწრონ პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საჭიროდ არ მიიჩნევს, პარლამენტში პრეზიდენტის სიმბოლურ გამოსვლას მინისტრებიც დაესწრონ.