პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა კვორუმის პრობლემის გამო ჩაიშალა. კომიტეტის სხდომა 12:00 საათისთვის იყო დანიშნული, თუმცა, სავარაუდოდ იმის გამო გადაიდო, რომ სხდომის ჩატარებისთვის საკმარისი დეპუტატები ვერ გროვდებიან. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი სულ მცირე 15 წევრისგან შედგება და 8 დეპუტატი საკმარისია იმისთვის, რომ კვორუმი შედგეს. არსებული ინფორმაციით, დეპუტატთა ნაწილი მივლინებაში იმყოფება, ზოგიერთი მათგანი ქუთაისში დაგეგმილ ღონისძიებაზე გაემგზავრა, რის გამოც დღეს პარლამენტში ვერ მოვიდა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტს დღევანდელ სხდომაზე მთავრობის მხრიდან ინიცირებული რამდენიმე საკანონმდებლო პროექტი უნდა განეხილა, მათ შორის დაგეგმილი იყო უბილეთოდ მგზავრობისათვის დაჯარიმებული მოქალაქეების ჯარიმა-საურავებისგან გათავისუფლების ინიციატივა.