პეტრო პოროშენკომ ნაწილობრივი მობილიზაციის თაობაზე ბრძანებას ხელი მოაწერა

პეტრო პოროშენკომ ნაწილობრივი მობილიზაციის თაობაზე ბრძანებას ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ ხელი მოაწერა ბრძანებას, 2015 წელს ნაწილობრივი მობილიზაციის თაობაზე.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტის ბრძანება ქვეყნის უმაღლეს რადას გადაეცა, რომელმაც ორი დღის ვადაში უნდა დაადასტუროს.

არსებული ინფორმაციით, მობილიზაცია 2015 წელს 210 დღის განმავლობაში გატარდება სამ ეტაპად კიევისა და უკრაინის ტერიტორიის 24 ოლქში.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ გუბერნატორებთან შეხვედრისას განაცხადა, მობილიზაციის გამოცხადების აუცილებლობა დღის წესრიგში უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის რეალური საფრთხის გამო დადგა, რომელსაც რუსეთის აგრესიული ქმედებები იწვევს.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, სტეპან პოლტორაკის განცხადებით, მობილიზაციის პიველი ეტაპი 20 იანვარს დაიწყება და აპრილამდე გასტანს, მობილიზებულთა რაოდენობა კი 50 ათასს შეადგენს.