ირაკლი ღარიბაშვილი აჭარის წარმომადგენლებს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი აჭარის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებს რესტორან "ქართულ სახლში" შეხვდა. 
შეხვედრის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. 

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ავთანდილ ბერიძის ინფორმაციით კი, ვახშამზე რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს.

მისივე თქმით, პრემიერთან შეხვედრაზე ისაუბრეს იმ კანონპროექტებზეც, რომლებიც აჭარაში მოსახლეობისთვის მიწების გადაცემას და დაკანონებას ითვალისწინებს. 

"ყოველთვის ვსაუბრობთ იმ საკითხებზე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის, აჭარის უმაღლესი საბჭოსთვის, აჭარის მთავრობისთვის. აჭარის უმაღლესმა საბჭო შეეცადა, გადაეჭრა აჭარაში არსებული ერთ-ერთი დიდი პრობლემა - მიწის საკითხი. ჩვენ მივიღეთ შესაბამისი კანონპროექტი, წარმოვადგინეთ საქართველოს პარლამენტში, პრემიერს და საქართველოს მთავრობას ვთხოვთ ამ კანონპროექტის მხარდაჭერას, როელიც გადაწყვეტს მიწის საკითხს. თითქმის 20 ათასი ოჯახი მიიღებს მიწას აჭარაში", - განაცხადა ბერიძემ. 
პრემიერისა და აჭარის წარმომადგენლების შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანიებმა გაავრცელეს.