ნატოს გენმდივანი ალიანსის წევრებს სამხედრო ხარჯების გაზრდისკენ მოუწოდებს

ნატოს გენმდივანი ალიანსის წევრებს სამხედრო ხარჯების გაზრდისკენ მოუწოდებს

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ალიანსის წევრ სახელმწიფოებს, თავდაცვის ხარჯები მნიშვნელოვნად გაზარდონ. ამის შესახებ "დოიჩე ველე" იუწყება.

"უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვითარება იცვლება და ეს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ", - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა ბერლინში, ანგელა მერკელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ხარჯები განსაკუთრებით უნდა გაზარდოს ბერლინმა. სტოლტენბერგის განცხადებით, სწორედ გერმანია იკავებს წამყვან პოზიციას ევროპაში, არის ლიდერი ეკონომიკასა და სხვა სფეროებში. "ჩვენ ასევე, ველოდებით, როდის გახდება გერმანია ლიდერი თავდაცვის სფეროში ინვესტიციების მხრივ", - აღნიშნა გენერალურმა მდივანმა.

ალიანსის ლიდერმა მიუთითა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა სამხედრო ხარჯები 20 პროცენტით შეამცირა მაშინ, როდესაც რუსეთმა ეს ხარჯები მნიშვნელოვნად გაზარდა. "დადგა ცვლილებების დრო", - განაცხადა დღეს სტოლტენბერგმა.