ხვალიდან ერთი დოლარის შეძენა 1,9281 ლარად იქნება შესაძლებელი

ხვალიდან ერთი დოლარის შეძენა 1,9281 ლარად იქნება შესაძლებელი

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ახალი გაცვლითი კურსის მიხედვით, ხვალიდან, 15 იანვრიდან 1 დოლარის შეძენა 1,9281 ლარად იქნება შესაძლებელი

ბანკთა შორის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 1.9232-ს შეადგენდა.