თუ უკრაინაში ჩავალ, ჩემს კოლეგას, რა თქმა უნდა, შევხვდები

თუ უკრაინაში ჩავალ, ჩემს კოლეგას, რა თქმა უნდა, შევხვდები

თუ უკრაინაში ჩავალ, ჩემს კოლეგას, რა თქმა უნდა, შევხვდები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა.

მისი თქმით, სავარაუდოდ, ხვალ დაკონკრეტდება თარიღი თუ როდის გაიმართება საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში.

"რაც შეეხება უკრაინაში ვიზიტს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია და ალბათ ხვალ დაკონკრეტდება ეს თარიღი, თვის ბოლოს არის დაგეგმილი ვიზიტი, თუმცა კონკრეტული თარიღის თქმა ამ დროისთვის გამიჭირდება. დელეგაციაში სავარაუდოდ მეც ვიქნები, რადგან ჯანდაცვისა და ჰუმანიტარული თანამშრომლობა დიდი ხნის დაწყებულია ორ ქვეყანას შორის. თუ ჩავალ, რა თქმა უნდა, შევხვდები ჩემს უკრაინელ კოლეგას", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრად ალექსანდრე კვიტაშვილი გასულ წელს დაინიშნა.