დაესწრება თუ არა მთავრობა საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას, ამაზე მთავრობის ერთიანი პროტოკოლური შეთანხმება იქნება მიღებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განუცხადა.
მისი თქმით, მინისტრების დასწრება-არდასწრების თაობაზე პროტოკოლის მიხედვით მოიქცევიან.
"პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა ყოველთვის მნიშვნელოვანი ღონისძიებაა და ერთპიროვნული გადაწყვეტილება დასწრებაზე არ ხდება. მე ვფიქრობ, იქნება ერთიანი პროტოკოლური შეთანხმება მთავრობის მხრიდან და მოვიქცევით შესაბამისი შეთანხმებული პროტოკოლის მიხედვით", - განაცხადა სერგეენკომ.
პარლამენტის რეგლმანეტის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი ყოველწლიური ანგარიშით პარლამენტში საგაზაფხულო სესიის დაწყებისას მიდის. საგაზაფხული სესია 3 თებერვალს იხსნება.