"ქართუ ფონდს" ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ასაშენებლად გარკვეული სამუშაოები უკვე ჩატარებული აქვს

როგორც "პირWელს" "ქართუ ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკოლოზ ჩხეტიანმა განუცხადა, უნივერსიტეტი თბილისში შეიქმნება და მას სავარაუდოდ, პარტნიორებად უცხოური უმაღლესი სასწავლებლები ეყოლება.

ჩხეტიანის თქმით, უცხოურ უნივერსიტეტებთან, განსაკუთრებით კი აშშ-ის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს, დეტალებზე კი ფონდი განმარტებებს საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე მოგვიანებით გააკეთებს.

"მე შემიძლია დავადასტურო, რომ "ქართუ ფონდი" ნამდვილად მუშაობს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტზე. ეს საკაოდ დიდ პროექტია და როგორც დროის, ასევე თანხების მხრივ საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ საქმე ასე ვთქვათ, წინ წასულია. გარკვეული სამუშაოები უკვე ჩატარებული. შემიძლია დავაზუსტო, რომ ეს უნივერსიტეტი იქნება თბილისში. ყველანარი გამოკვლევით და მოსაზრებით შევჯერდით, რომ თბილისი ყველაზე საუკეთესო ადგილია, როგორც ინფრასტრუქტურის, ისე მოსახლეობის რაოდენობის მხრივ და შესაბამისად, ლოგიკური იქნებოდა ტექნოლოგიური უნივერსიტეტის თბილისში დაფუძნება. ეს იქნება ახალი უნივერსიტეტი და არა რომელიმე უმაღლესი სასწავლებლის ბაზაზე დაფუძნებული. გვაქვს მოლაპარაკება უცხოურ უნივერსიტეტებთან, პირველ რიგში აშშ-ში. დიდი ალბათობით შესაბამისი დარგის უცხოურ უნივერსიტეტებთან გვექნება პარტნიორობა", - განუცხადა "პირWელს" "ქართუ ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.