ირაკლი ღარიბაშვილი კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩს ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

ირაკლი ღარიბაშვილი კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩს ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ახლადარჩეულ პრეზიდენტს ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ წარმატებულ საქმიანობას უსურვებს

„თქვენო აღმატებულებავ, გულწრფელად გილოცავთ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას. გისურვებთ წარმატებულ საქმიანობას თქვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ. დარწმუნებული ვარ, მეგობრული ურთიერთობები საქართველოსა და ხორვატიის რესპუბლიკას შორის მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება, ხოლო ჩვენი თანამშრომლობა გაღრმავდება ჩვენი სახელმწიფოების საკეთილდღეოდ. თქვენო აღმატებულებავ, გიდასტურებთ ჩემს ღრმა პატივისცემას და გისურვებთ თქვენ და ხორვატ ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას“, - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაში.