ჯორჯო ნაპოლიტანო უახლოეს საათებში გადადგება

ჯორჯო ნაპოლიტანო უახლოეს საათებში გადადგება

იტალიის პრეზიდენტი, ჯორჯო ნაპოლიტანო უახლოეს საათებში გადადგება. ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, მატეო რენციმ განაცხადა.

"დოიჩე ველეს" ინფორმაციით, იტალიის 89 წლის პრეზიდენტმა ჯერ კიდევ დეკემბერში განაცხადა, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო მალე დატოვებდა პრეზიდენტის პოსტს.

"მინდა, მივესალმოთ ნაპოლიტანოს, რომელიც ერთგულია ევროპულობის და რომელიც უახლოეს საათებში დატოვებს პოსტს, რომელიც ინტელექტითა და სიბრძნის უმკლავდებოდა იტალიაში არსებულ სირთულეებს", - განაცხადა მატეო რენციმ.

ჯორჯო ნაპოლიტანო, რომელიც თავის დროზე იტალიის "კომუნისტური პარტიის" წევრი იყო, იტალიის პრეზიდენტად 2006 წელს აირჩიეს. 2013 წელს ნაპოლიტანო მეორე ვადით აირჩიეს.

ახალი პრეზიდენტის არჩევნები იტალიის პარლამენტში სავარაუდოდ, იანვრის ბოლოს გაიმართება. სავარაუდო კანდიდატებს შორის სახელდებიან იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ევროკომისიის ყოფილი პრეზიდენტი რომანო პროდი, ასევე ქვეყნის ყოფილი პრემიერი ჯულიანო ამატო.