პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს ორი მნიშვნელოვანი დანიშვნა განხორციელდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს ორი მნიშვნელოვანი დანიშვნა განხორციელდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, დავით პატარაიას განცხადებით, ადმინისტრაციაში დღეს ორი მნიშვნელოვანი დანიშვნა განხორციელდა. როგორც დავით პატარაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი მიესალმებიან იმას, რომ კახა კოჟორიძე დაინიშნა პრეზიდენტის მრჩევლად.

"ჩვენ მივესალმებით მის გადაწყვეტილებას, რომ საქმიანობა გააგრძელოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და მნიშვნელოვანი გამოცდილება და პროფესიონალიზმი გამოიყენოს ადამიანის უფლებების და მართლმსაჯულების მიმართულებით", - განაცხადა დავით პატარიამ.

რაც შეეხება გიორგი აბაშიშვილის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ დანიშვნას, დავით პატარაიამ აღნიშნა, რომ აბაშიშვილი პარალელურად დარჩება პრეზიდენტის ეკონომიკურ მრჩევლად.