იმედი მაქვს, მთავრობა გამონახავს დროს და პრეზიდენტის მოხსენებას დაესწრება

იმედი მაქვს, მთავრობა გამონახავს დროს და პრეზიდენტის მოხსენებას დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იმედოვნებს, რომ მთავრობის წევრები პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიურ ანგარიშზე დასასწრებად დროს გამონახავენ.

"მე იმედი მაქვს, რომ შარშანდელი შემთხვევა, როდესაც მთავრობამ ვერ მოახერხა დასწრებოდა პრეზიდენტის მოხსენებას, წელს აღარ განმეორდება, რადგან ამან არავითარი სიკეთე არ მოუტანა არც ჩვენ სახელმწიფოს და არც საერთაშორისო და შიდა იმიჯს. მე იმედი მაქვს, რომ მთავრობა მოახერხებს, გამონახავს დროს და ამ მოხსენებას დაესწრება", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

რაც შეეხება პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის ფორმატს, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ფორმატი პარლამენტის გადასაწყვეტია. თავად პრეზიდენტი მზადყოფნას გამოთქვამს ნებისმიერ ფორმატში განიხილოს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხები.

შარშან საქართველოს პრეზიდენტის მიმართვას ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები არ დასწრებიან.