საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებებია

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებებია

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მრჩევლად ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების სფეროში საია-ს ყოფილი თავმჯდომარე კახა კოჟორიძე დაინიშნა.

გარდა ამისა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განხორციელდა საკადრო ცვლილებაც. კერძოდ გიორგი აბაშიშვილი, რომელსაც პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩევლის თანამდებობა ეკავა,  პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, დავით პატარაიას მოადგილედ დაინიშნა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პრეზიდენტის და მისი მრჩევლების შეხვედრა მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც კომენტარები  გაკეთდება.