"თავისუფალი დემოკრატები" არასამთავრობოებს ხვდებიან

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან. შეხვედრა "თავისუფალი დემოკრატების" ცენტრალურ ოფისში მიმდინარეობს. შეხვედრას ესწრება პარტიის ლიდერი ირაკლი ალასანია, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან კი - "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", საია, GRASS და სხვა ორგანიზაციები. შეხვედრის თემებია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები.