სოფელ კალაურში 94 წლის მოხუცი დააყაჩაღეს

სოფელ კალაურში 94 წლის მოხუცი დააყაჩაღეს

გურჯაანის რაიონის სოფელ კალაურში 94 წლის მოხუცი დააყაჩაღეს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, ყაჩაღობა წუხელ, გვიან მოხდა.

შალვა ბაციაშვილის მომვლელი ქალის, ელისო ფოცხვერაშვილის ინფორმაციით, მოხუცი ნაცემია, სახლიდან კი, 100 ლარია წაღებული.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია და ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ. მოხუცი სახლში მარტო ცხოვრობს.