ხუთი ადამიანი დაიღუპა გალის რაიონში დანაშაულებრივი ჯგუფის აყვანის დროს ჩატარებული სპეცოპერაციისას.
"რია ნოვოსტის" ინფორმაციით, როგორც აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრმა რაულ ლოლუამ განაცხადა, დაღუპულია რუსი მესაზღვრე, გალის სპეცრაზმის თანამშრომელი და სამი გამტაცებელი.
რაულ ლოლუას ინფორმაციით, გალის რაიონში გამტაცებლებმა გამოსასყიდის მიზნით მამაკაცი გაიტაცეს, რომელმაც შეძლო გაქცევა და სამართალდამცავებთან დაკავშირება.
"სროლის დროს სამივე გამტაცებელი დაიღუპა, მათი ვინაობა დადგენილია და სამივე მათგანი იძებნებოდა", - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა.