გერმანიის ქალაქ დრეზდენში ათასობით ადამიანი გამოვიდა ევროპის ისლამიზაციის გასაპროტესტებლად. "ევრონიუსის" ინფორმაციით, დრეზდენში გამართულ აქციაში 25 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ანტიისლამური აქციები გაიმართა გერმანიის სხვა ქალაქებშიც.
ქვეყნის ხელისუფლების მოწოდების მიუხედავად, რომ აქცია არ გამართულიყო, ორგანიზაცია PEGIDA-ს ("პატრიოტი ევროპელები დასავლეთის ისლამიზაციის წინააღმდეგ") მიერ მოწყობილი აქცია მაინც შედგა. აქციის მონაწილეებმა სოლიდარობა გამოხატეს პარიზში, ჟურნალ "შარლი ებდოს" რედაქციაში განხორციელებული ტერაქტის შედეგად დაღუპული კარიკატურისტების მიმართ. აქციის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საფრანგეთში განხორციელებული ტერაქტის დროს დაღუპულებს.