"ისლამური სახელმწიფოს" ჰაკერებმა აშშ-ის შეიარაღებული ძალების twitter-ი და Youtube გატეხეს

"ისლამური სახელმწიფოს" ჰაკერებმა აშშ-ის შეიარაღებული ძალების twitter-ი და Youtube გატეხეს. ამის შესახებ ინფორმაცის "ბიბისი" ავრცელებს.

"ალაჰის სახელით, რომელიც ყველაზე მოწყალეა, კიბერ ხალიფატი აგრძელებს კიბერჯიჰადს. ამერიკელო სამხედროებო, ჩვენ მოვდივართ, ფრთხილად იყავით", - ასეთი შეტყობინება დატოვეს "ისლამური სახელმწიფოს" ჰაკერებმა აშშ-ის შეიარაღებული ძალების "ტვიტერზე".

ჰაკერები ასევე დაემუქრნენ ამერიკელი სამხედროების ოჯახებს.

"ბიბისის" ინფორმაციით, აშშ-ის შეიარაღებული ძალების twitter-ისა და Youtube-ზე კიბერთავდასხმა სწორედ იმ მომენტში განხორციელდა, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი კიბერუსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით სიტყვით გამოდიოდა.

თეთრი სახლის პრესსპიკერს ჯოშ ერნსტის განცხადებით, აშშ-ის ხელისუფლება უკვე იძიებს კიბერთავდასხმის ფაქტს.