ე.წ. კაზარიანცის სახლში ხანძრის შედეგად დაახლოებით 300 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა

ე.წ. კაზარიანცის სახლში ხანძრის შედეგად დაახლოებით 300 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა

თბილისში, რუსთაველის N37-ში, ე.წ. კაზარიანცის სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაახლოებით 300 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა.

როგორც "ინტრპრესნიუსს" შემთხვევის ადგილზე მყოფმა მეხანძრეებმა განუცხადეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

მათივე ცნობით, ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა დადგენილია, რომ ხანძარი "ხინკლის სახლიდან", კერძოდ დამლაგებლების კუთვნილი ოთახიდან გავრცელდა.

ხანძრის შედეგად დაზიანებულია ე.წ. კაზარიანცის სახლის ქვეშ მდებარე კომერციული ფართები.

"აქ ცხოვრობდა მხოლოდ ერთი მაცხოვრებელი, რომლის გამოყვანაც დორულად მოვახერხეთ", - აღნიშნეს სახანძრო სამსახურის წარმომადგენლებმა.

სახანძრო სამსახურის თანამშრომლები რუსთაველის გამზირზე ამ დრომდე რჩებიან, მიმდინარეობს ხანძრის კერებზე კონტროლი.

ხანძარი დაახლოებით 03:15 საათზე გაჩნდა.