გალის რაიონში დამნაშავეთა დაჯგუფების დასაკავებლად ჩატარებული ერთობლივი სპეცოპერაციის შედეგად ე.წ. რუსი მესაზღვრე და აფხაზი სამხედრო დაიღუპნენ . ამის შესახებ "რია ნოვოსტის" ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო შს მინისტრმა რაულ ლოლუამ განუცხადა.
მისი თქმით, გუშინ გალის რაიონში გამოსასყიდის მიღების მიზნით ადამიანი გაიტაცეს, რომელმაც გაქცევა შეძლო და სამართალდამცველებს მომხდარის შესახებ შეატყობინა.
ლოლუას ინფორმაციით, ერთობლივი ოპერაციის შედეგად დაიღუპა რუსი ე.წ. მესაზღვრე ანდრეი უდალცოვი და ე.წ. უშიშროების სპეცრაზმის წარმომადგენელი ედუარდ ნერსესიანი.
დაღუპულია სამი დამნაშავე, რომელთა ვინაობა დგინდება. ყველა მათგანი ძებნაში იყო.