მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებაზე - ამას ქართველი ხალხი გააკეთებს

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებაზე - ამას ქართველი ხალხი გააკეთებს

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "ეს ყველაფერი ხელოვნური სიტუაციაა და ეს მარაზმი დიდხანს ვერ გაგრძელდება"

"რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში ჩართვისას, ჟურნალისტის კითხვაზე - რა ვითარებაში გეგმავს საქართველოში დაბრუნებას არჩევნებამდე, როგორ შეიძლება ეს მოხდეს? მიხეილ სააკაშვილმა ასე უპასუხა:

"ამას გააკეთებს ქართველი ხალხი, ამას გააკეთებს ის, რომ იცვლება გეოპოლიტიკური სიტუაცია, რუსეთი ძალიან სუსტდება, ჩვენი მეგობრები ძლიერდებიან, რატომ არის, რომ უკრაინაში ამდენ ქართველს ნიშნავენ და კიდევ დანიშნავენ, იმიტომ, რომ ჩვენი იდეა, რომელიც ჩვენ შევქმენით - რეფორმირებული, თანამედროვე, ახალი ქვეყნის, მიუხედავად სიღარიბისა და უბედურებისა, ქვეყნის, რომელიც ეკუთვნის მის მოქალაქეებს, გრძელდება. ეს იდეა მთელ რეგიონში ძლიერდება. ძალიან სწრაფად იცვლება ვითარება, ივანიშვილისთვის ძალიან ცუდი კომბინაცია დაჯდა მოვლენების. პროვინციული დიქტატურა საქართველოში ვერ გაიხარებს. მე ძალიან ოპტიმიზმით ვარ განწყობილი".