დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი დევიდ ქემერონი დარწმუნებულია, რომ მუსლიმებს, საფრანგეთში ტერაქტის შემდეგ, ყველაზე მეტი შეუძლიათ გააკეთონ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.
"ტელეგრაფის" ინფორმაციით, ქემერონი იმედოვნებს, რომ ისლამური თანამეგობრობა ვალდებულია ტერორიზმთან ბრძოლაში უფრო მეტი გააკეთოს. მისივე თქმით, ბევრი ბრიტანული მუსლიმური ოჯახი სხვა ქვეყნებში მიემგზავრება, სადაც რადიკალურ ისლამისტურ დაჯგუფებებს უერთდება. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში, ამ თანამეგობრობის რელიგია მახინჯდება.
ქემერონმა აღნიშნა, რომ ტერორიზმთან ბრძოლის თვალსაზრისით ბევრ საზოგადოებასთან თანამშრომლობს. მისი თქმით, ისლამურ ექსტრემიზმთან ბრძოლა გულისხმობს ყველაზე მჭიდრო ურთიერთქმედებას მუსლიმურ საზოგადოებასთან.