გაიტაცეს ქარელის რაიონში ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრედ მდებარე სოფელ დვანის განაპირას, ოსური მხარის კონტროლირებადი ტერიტორიიდან გადმოსულმა პირებმა ერთ-ერთი ადგილობრივი მკვიდრი დააკავეს.
1958 წელს დაბადებული ბეგლარ ახალკაცი საკუთარ ხილის ბაღში იმყოფებოდა შეშის მოსაჭრელად, როდესაც აღნიშნული პირები გამოჩნდნენ. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ახალკაცი ცხინვალის მილიციის წინასწარი პატიმრობის იზოლატორშია გადაყვანილი.
ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ოკუპირებული ტერიტორიიდან ოსი ეროვნების პირები იყვნენ გადმოსულები და ახალკაცი სწორედ მათ დააკავეს. დვანელების განცხადებით, ადგილობრივი მოსახლეობა აღნიშნული ფაქტით შეშფოთებულია, რადგან ამ ტერიტორიაზე დვანელები ხილის ბაღებს ფლობენ და ხშირად გადაადგილდებიან.
მომხდართან დაკავშირებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი უკვე ამოქმედდა. ასევე, ამ პროცესში შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტიც ჩაერთო.