პრემიერ-მინისტრმა ესტონელ ბიზნესმენებს საქართველოს საინვესტიციო გარემო გააცნო

პრემიერ-მინისტრმა ესტონელ ბიზნესმენებს საქართველოს საინვესტიციო გარემო გააცნო

პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ესტონელ ბიზნესმენებთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს საივესტიციო პოტენციალი და ახალი ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს

შეხვედრას კომპანია Skinest Rail–ის დამფუძნებელი ოლეგ ოსინოვსკი, პარტნიორებთან ერთად დაესწრო.

ესტონელი ბიზნესმენები, რომლებიც ქართულ–ესტონურ ბიზნესფორუმზე დასაწრებად ჩამოვიდნენ, საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით არიან დაინტერესებული.

პრემიერ–მინისტრის განცხადებით, საქართველოს მეგობარი, უმსხვილესი ინვესტორის ოლეგ ოსინოვსკის მაგალითი კარგად გვიჩვენებს, რომ ქვეყანას ყველაზე კარგი რეკლამა შეუძლია გაუწიოს ინვესტორმა, რომელიც თავს დაცულად და კომფორტულად გრძნობს და თავის პარტინიორებსაც ეპატიჟება.