პოროშენკო დონბასს თავისუფალი ეკონომიკური ზონის სპეციალურ სტატუსს სთავაზობს

პოროშენკო დონბასს თავისუფალი ეკონომიკური ზონის სპეციალურ სტატუსს სთავაზობს

უკრაინის პრეზიდენტის შეთავაზების თანახმად, თავისუფალი ეკონომიკური ზონის სპეციალური სტატუსის მქონე დონბასს რუსეთთან და ევროკავშირთან განსაკუთრებული ურთიერთობა ექნება.

ამასთან, როგორც პეტრე პოროშენკომ ფრანგულ "France24"-თან ინტერვიუში აღნიშნა, ამ სტატუსის მიღებისთვის რეგიონში, ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებში, უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისი თავისუფალი არჩევნები უნდა ჩატარდეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მინსკის შეთანხმების ყველა მთავარი დებულებების დაცვის შემთხვევაში, უკრაინის სამხრეთ აღმოსავლეთში კონფლიქტი ორი კვირის განმავლობაში დასრულდება.