საგაზაფხულო სესიის გახსნამდე პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევა არ იგეგმება

საგაზაფხულო სესიის გახსნამდე პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევა არ იგეგმება

საგაზაფხულო სესიის გახსნამდე პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევა არ იგეგმება. პარლამენტში განსახილველად წარდგენილ საკითხებთან და ინიცირებისათვის მომზადებულ პროექტებთან დაკავშირებით ბიუროს წევრებმა პარლამენტის თავმჯდომარესთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ითქვა, რიგგარეშე სესიის მოწვევის საჭიროება არ არსებობს, რადგან სასწრაფოდ განსახილველი არც ერთი საკითხი არ არის.

პარლამენტის საგაზაფხულო სესია 3 თებერვალს გაიხსნება.