საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, დღეს მიგრაციასთან დაკავშირებით სიტუაცია მარტივი არ არის და ბევრი ქვეყანა შენგენის რეგულაციების გადახედვასაც კი მოითხოვს.
როგორც ბერუჩაშვილმა მაისში, რიგის სამიტის მოლოდინებზე დასმული კითხის საპასუხოდ განაცხადა, ამ ფონზე საქართველოს ამოცანაა დროულად და ეფექტურად დაასრულოს ე.წ. საშინაო დავალება.
„იანვრის ბოლოდან მარტის დასაწყისამდე საქართველოში ევროკავშირის საექსპერტო მისიები ჩამოვლენ, რომლებიც ჩვენი ვალდებულებების შესრულებას შეაფასებენ. ეს არის ძალიან საპასუხისმგებლო ეტაპი, რომელიც იმედი მაქვს, რომ წარმატებით დასრულდება“, - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.
ცნობისათვის, მინისტრი მთავრობის კანცელარიაში საქართველოში ვიზიტით მყოფ პრემიერ-მინისტრთან გაფართოებულ შეხვედრას ესწრებოდა.