მევლუთ ჩავუშოღლუმ დაადასტურა, რომ საფრანგეთის მიერ ძებნილი ჰაიათ ბუმედინი თურქეთიდან სირიაში გადავიდა

მევლუთ ჩავუშოღლუმ დაადასტურა, რომ საფრანგეთის მიერ ძებნილი ჰაიათ ბუმედინი თურქეთიდან სირიაში გადავიდა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ დაადასტურა, რომ საფრანგეთის მიერ ძებნილი ჰაიათ ბუმედინი თურქეთიდან სირიაში გადავიდა. თურქული მედიის ინფორმაციით, როგორც ჩავუშოღლუმ თურქულ საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა, პარიზში, ქაშერულ მაღაზიაში შეჭრილი ტერორისტის ამედი კულიბალის მეგობარი გოგონა სირიაში თურქეთიდან 8 იანვარს გადავიდა. მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, ჰაიათ ბუმედინი თურქეთში მადრიდიდან 2 იანვარს ჩავიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სატირულ ჟურნალ "შარლი ებდოზე" თავდამსხმელი ძმები - შერიფ და საიდ კუაშები და ქაშერულ მაღაზიაში შეჭრილი ტერორისტი ამედი კულიბალი კონტაქტს სწორედ ჰაიათ ბუმედინის მეშვეობით ამყარებდნენ.

გასულ კვირას საფრანგეთში განხორციელებულ ტერაქტებს 17 ადამიანი ემსხვერპლა. პოლიციის მიერ ლიკვიდირებულია სამივე ტერორისტი.