სასაზღვრო გამშვები პუნქტი "დარიალი" ჩვეულ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში იმუშავებს. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-ლარსის გზის იმ მონაკვეთზე, სადაც დიდთოვლობის გამო მიმოსვლა 6 იანვრიდან აკრძალული იყო, მოძრაობა ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით ორმხრივად აღდგა, გარდა ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ტრანსპორტისა - მათთვის მოძრაობა დაშვებულია ჯაჭვების გარეშე. აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებას აკონტროლებენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.
ასევე გაცნობებთ, რომ სასაზღვრო გამშვები პუნქტი "დარიალი" ჩვეულ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში იმუშავებს", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.