"დამერწმუნეთ, რიგის სამიტზე ესტონეთის მხარდაჭერა ნამდვილად გექნებათ"

ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა ტაავი რიივასმა საქართველოს მხრიდან ვიზალიბერალიზაციის პროცესში კრიტერიუმების დაკმაყოფილების თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ქართველ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე რიივასმა აღნიშნა, რომ საქართველო ვიზალიბერალიზაციის პროცესში კრიტერიუმების დაკმაყოფილების კუთხით ლიდერია და ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შემოღება ნამდვილად შესაძლებელია.

"მე იმედი მაქვს, რომ რიგის სამიტიდან საკმაოდ ხელმოსაჭიდ მასალებს მივიღებთ. შეიძლება 100% გარანტიები არ იყოს გაცემული, მაგრამ დამერწმუნეთ, ესტონეთი საქართველოს ძალიან მყარი მხარდამჭერია. საქართველო კრიტერიუმების დაკმაყოფილების სარბიელზე პრაქტიკულად ლიდერია. უვიზო მიმოსვლის შემოღება ნამდვილად შესაძლებელია და დამერწმუნეთ, რიგის სამიტზე ესტონეთის მხარდაჭერა ნამდვილად გექნებათ", - განაცხადა ტაავი რიივასმა.