ყოფილ ელბაქიძის აღმართზე გზის ჩანგრევაზე გამოძიების დაწყების საფუძველი არ არსებობს

ყოფილ ელბაქიძის აღმართზე გზის ჩანგრევაზე გამოძიების დაწყების საფუძველი არ არსებობს

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, ჯავახიშვილის აღმართზე (ყოფილი ელბაქიძის აღმართი) საავტომობილო გზის ჩანგრევაზე გამოძიების დაწყების საფუძველი არ არსებობს. პროკურატურაში განმარტავენ, რომ ეს ფაქტი წარმოადგენს სტიქიური უბედურების კატეგორიას.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პროკურატურაში განუცხადეს, გამოძიება ზოგადად იწყება ხოლმე იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ექნება უსაფრთხოების წესის დარღვევას, რაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიცოცხლის მოსპობას გამოიწვევს.

"გამოძიება იწყება ხოლმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 170-ე ან 240ე მუხლით, რაც გულისხმობს უსაფრთხოების ტექნიკის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება ან მისი სიცოცხლის მოსპობა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილზე რაიმე სახის სამუშაოები არ მიმდინარეობდა. ამავე დროს არ დაზიანებულა ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ადგილი არ ჰქონია ადამიანის სიცოცხლის მოსპობას. ეს ფაქტი წარმოადგენს სტიქიური უბედურების კატეგორიას, რაც არის არის გამოძიების დაწყების საფუძველი", - აცხადებენ პროკურატურაში.