პრემიერების პირისპირ შეხვედრის მთავარი თემები ორი ქვეყნის მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხები, საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესები და ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა იყო
საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ესტონელ კოლეგას თბილისში ვიზიტისთვის, რაც საქართველოს მიმართ გამოხატულ მხარდაჭერად შეაფასა.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე.