ფრაქცია "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ჩემს კანდიდატურას კიდევ ერთხელ წარადგენს, რაც უახლოეს სხდომაზე იგეგმება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მერაბ ტურავამ განუცხადა, რომელიც დღეს პარლამენტში იმყოფებოდა. ტურავას არ დაუკონკრეტებია, თუ ვის შეხვდა, თუმცა როგორც აღნიშნა, შეხვედრის ერთ-ერთი საკითხი მისი ხელახალი წარდგენაც იყო.
ტურავას განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ მისი დამტკიცებისას ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მოგროვდა, თუმცა ეს ფრაქციას უტოვებს შესაძლებლობას, რომ იგივე კანდიდატურა განმეორებით წარადგინოს.
"სახელმწიფო საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" ორგანული კანონის გათვალისწინებით, პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ერთსა და იმავე კანდიდატურის დასახელების შესაძლებლობა აქვს ორჯერ.
2014 წლის დეკემბრის ბოლოს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე ტურავამ დამტკიცებისთვის საკმარისი 76 ხმა ვერ მიიღო. ფრაქცია პარლამენტის კვოტით საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ფრაქცია "ქართულმა ოცნებამ" დაასახელა.