ვიქტორ იანუკოვიჩზე ინტერპოლმა ძებნა გამოაცხადა

ვიქტორ იანუკოვიჩზე ინტერპოლმა ძებნა გამოაცხადა

უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩზე ინტერპოლმა ძებნა გამოაცხადა. როგორც ინტერპოლის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ვიქტორ იანუკოვიჩზე ძებნა უკრაინის სასამართლოს  მოთხოვნის საფუძველზე გამოცხადდა. 

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, არსენი ავაკოვის თქმით, უკრაინულმა მხარემ  ინტერპოლს  ყოფილ პრეზიდენტზე ძებნის გამოცხადების თხოვნით რამდენიმე თვის წინ მიმართა. 

არსენი ავაკოვის ინფორმაციით, ინტერპოლმა ძებნა გამოაცხადა უკრაინის ყოფილ პრემიერ ნიკოლაი აზაროვზეც. 

რუსულ მედიაში დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ოფიციალურ კიევს მოსკოვისთვის ვიქტორ იანუკოვიჩის ექსტრადირების თხოვნით არ მიუმართავს. 

ვიქტორ იანუკოვიჩი უკრაინიდან 2014 წელს გაიქცა და გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთში ცხოვრობს.