სამტრედიაში,

სამტრედიაში, "ჯეოჰოსპიტალის" მთავარი ექიმი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს

სამტრედიაში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით "ჯეოჰოსპიტალის" მთავარი ექიმი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავების ფაქტს ადასტურებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, "ჯეოჰოსპიტალის" მთავარი ექიმის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა გასაღებას გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 7-14 წლამდე პატიმრობა ემუქრება.