ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ პარიზში იმ სუპერმარკეტში მივა, სადაც ტერორისტმა ამედი კულიბალიმ გასულ კვირას მძევლები აიყვანა. ინფორმაციას ამის შესახებ AFP საფრანგეთში ისრაელის საელჩოზე დაყრნობით ავრცელებს.
ფრანგული მედიის ცნობით, ამ ეტაპზე უცნობია, როდის ეწვევა ისრაელის პრემიერი ქაშერულ მაღაზიას.
ამასთან, "ბიბისის" ცნობით, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ბერნარ კაზნევის განცხადებით, საფრანგეთის ტერიტორიაზე არსებულ 717 ებრაული სკოლის დასაცავად მობილიზებული იქნება 5 ათასამდე პოლიციელი. ფრანგი მინისტრის თქმით, პოლიციელების განთავსება ადგილზე უახლოესი ორი დღის განმავლობაში მოხდება.
ბერნარ კაზნევმა ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთის მოსახლეობის დასაცავად ქვეყნის მასშტაბით, ყველაზე სენსიტიურ ადგილებში 10 ათასი სამართალდამცავი იქნება მობილიზებული.
საფრანგეთში გასულ კვირას განხორციელებულ ტერაქტებს 17 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არის ქაშერულ მაღაზიაში დაღუპული ოთხი ადამიანიც.