CNN-მა ინსტაგრამზე უშგული 16 საუკეთესო ფოტოს შორის წარადგინა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ტურიზმის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, CNN Travel Instagram-ზე განთავსებულ ფოტოზე, რომელიც გადაღებულია სოფელ უშგულში, მოჩანს უძველესი საცხოვრებელი კოშკების სახურავები. როგორც გამოცემა იუწყება, ეს ტერიტორია 1996 წელს შეტანილ იქნა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში.
"მე ჩემს თავს გამოცდილ მოგზაურად მივიჩნევ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სულისშემძვრელი და განსაცვიფრებელი სანახაობა, რაც კი ოდესმე მინახავს", - აცხადებს ინტერნეტ რეპორტიორი ჯორჯ რიშანი.