აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შედეგად აპრილიდან მოყოლებული სულ მცირე 4 808 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ მონაცემებს გაერო აქვეყნებს. გაერო-ს ანგარიშის თანახმად, ამ პერიოდის განმავლობაში 10 468 ადამიანი დაშავდა.
როგორც გაერო-ს ანგარიშშია აღნიშნული, დაღუპულთა რაოდენობაში ითვლება მალაიზიური ბოინგის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულებიც.
გაერო-ს ბოლო მონაცემებით, აღმოსავლეთ უკრაინაში, საბრძოლო მოქმედებების ზონაში ამ დროისთვის 5,2 მილიონი ადამიანი რჩება, რომელთაგან 1,4 მილიონი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია და ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს.