ჯონ კერი საფრანგეთს ეწვევა

ჯონ კერი საფრანგეთს ეწვევა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი საფრანგეთს ორდღიანი ვიზიტით ეწვევა. AP-ის ინფორმაციით, ჯონ კერის ვიზიტი პარიზში 15-16 იანვარს გაიმართება.

AP-ის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის საფრანგეთში ვიზიტის შესახებ განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ობამას ადმინისტრაცია მწვავე კრიტიკის ქვეშ მოჰყვა იმის გამო, რომ პარიზში გამართულ სოლიდარობის მარშს აშშ-ის ხელისუფლების მაღალჩინოსნები არ შეუერთდნენ.

ჯონ კერის განცხადებით, ის კიდევ ერთხელ დაადასტურებს ამერიკელი ხალხის სოლიდარობას აშშ-ის უძლეველი მოკავშირის, საფრანგეთის მიმართ.

არსებული ინფორმაციით, პარიზში ჯონ კერი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ლორან ფაბიუსს შეხვდება და პატივს მიაგებს გასულ კვირას ტერაქტების შედეგად დაღუპულ 17 ადამიანს.