საგარეო უწყება 2014 წლის საქმიანობის ამსახველი ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს

საგარეო უწყება 2014 წლის საქმიანობის ამსახველი ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2014 წლის საქმიანობის ამსახველი ანგარიშის პრეზენტაციას 16 იანვარს გამართავს. ამის შესახებ ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, წლიური ანგარიშის პრეზენტაციაზე მიწვეული არიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მინისტრთა კაბინეტის წევრები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

"უკვე მეორე წელია ერთგვარ ტრადიციად დამკვიდრდა უწყების საქმიანობის თაობაზე ბეჭდური ანგარიშის გამოცემა. 2014 წელი მართლაც მნიშვნელოვანი წელი გახლდათ ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე. შესაბამისად, წლიურ ანგარიშში თავი მოიყარა მართლაც მნიშვნელოვანმა და საინტერესო ინფორმაციამ", - განაცხადა დავით კერესელიძემ.