საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში გამართულ სოლიდარობის მარშში 3 მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა

საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში გამართულ სოლიდარობის მარშში 3 მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა

3 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში გამართულ სოლიდარობის მარშში. "ბიბისის" ინფორმაციით, პარიზში სოლიდარობის მარშშს, მსოფლიოს 40-ზე მეტ ლიდერთად ერთად, 1,6 მილიონამდე ადამიანი შეუერთდა. 

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ეს ყველაზე მასობრივი აქცია იყო, რომელიც ოდესმე გამართულა საფრანგეთის დედაქალაქში.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, სოლიდარობის მარში გუშინ პარიზის გარდა გაიმართა ქვეყნის სხვა ქალაქებშიც - ლიონი, ბორდო, მარსელი.
 

"ბიბისის" ცნობით, ათასობით ადამიანი შეიკრიბა მსოფლიოს სხვა ქალაქებშიც - ლონდონში, მონრეალში, ბერლინში, ბრიუსელში, ვენაში. მადრიდში შეკრიბილმა მუსლიმებმა კი აქცია გამართეს სახელწოდებით - "არა ჩემი სახელით", აქცია იმ სადგურთან ახლოს გაიმართა, სადაც 2004 წელს ისლამისტების განხორციელებული აფეთქების შედეგად 200-მდე ადამიანი დაიღუპა. 
საფრანგეთში გასულ კვირას განხორციელებული ტერაქტების შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა.