ესპანეთი შენგენის ქვეყნებს შორის სასაზღვრო კონტროლის დაწესებას ითხოვს

ესპანეთი შენგენის ქვეყნებს შორის სასაზღვრო კონტროლის დაწესებას ითხოვს

ესპანეთის ხელისუფლება შენგენის შეთანხმების დებულებების გადახედვის მოთხოვნით გამოდის და შეთანხმების მონაწილე ქვეყნებს შორის სასაზღვრო კონტროლის შემოღებას ითხოვს. ამის შესახებ გამოცემა "პაისთან" ინტერვიუში ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ხორხე ფერნანდეს დიასმა განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, ასეთი ზომების მიღება აუცილებელია "ბოევიკების" გადაადგილების შესაზღუდად, რომლებიც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ევროპაში ბრუნდებიან. ასევე, მისი ეს ინიციატივა უკავშირდება პარიზში მიმდინარე კვირის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს.