დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი დევიდ ქემერონი უახლოეს მომავალში ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამას შეხვდება, რომლის დროსაც უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოლაპარაკებებს გამართავენ. ამის შესახებ "ტელეგრაფი" იუწყება.
გადაწყვეტილება აღნიშნულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით პარიზში მომხდარ ტერაქტებსა და ინტერნეტში გახშირებულ ჰაკერულ თავდასხმებს უკავშირდება.
მოლაპარაკებების დროს ქემერონი და ობამა განიხილავენ სირიასა და ერაყში სამხედრო კამპანიის თემას ჯიჰადისტების წინააღმდეგ.