ოდესის ოლქის ქალაქ იზმაილაში, კაფე "ფანტანთან" აფეთქება მოხდა. აფეთქებისგან გამოწვეული ხანძრის გამო, სულ მცირე, 15 ადამიანი დაშავდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამი ადამიანი სხეულის 50 %-იანი დამწვრობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. თვითმხილველთა განცხადებით, ყველაზე მეტად დაშავდა კაფის სამზარეულოში მომუშავე პერსონალი.
ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით ვერსია არ განიხილება. მედიის ინფორმაციით, აფეთქება გაზის ბალონმა გამოიწვია.