პარიზის ტერაქტში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საფრანგეთის დედაქალაქში ერთიანობის მარშში, რომელშიც მსოფლიო ლიდერებიც მონაწილეობდნენ, 600 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ "ფრანსპრესი" იუწყება.
სააგენტოს ცნობით, პარიზის პარალელურად მიტინგები გაიმართა ქალაქებში – ლიონი, ბორდო და მარსელი. მარში, საფრანგეთის გარდა სხვა ქვეყნებშიც მოეწყო. ბრიუსელის მარშში, ბოლო მონაცემებით, 15 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.